თეგი: შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემომტანების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია, გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (შესაბამისი საფასურის - 1 კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით), ხოლო რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს. „ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, თუმცა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რამდენიმეჯერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება კონკრეტულ ვადებზე მითითებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადება სრულად ნახეთ შემდეგ ბმულზე.

შემოსავლების სამსახური: ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მკაცრი სანქციები, აგრეთვე დაუწესდათ რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. „ამის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ. აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი (რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები). განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა.ამასთან აღსანიშანივია, რომ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტისას, განსაკუთრებით გამკაცრებულია საბაჟო კონტროლი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაადგილებაზე (ისევე როგორც სხვა სანქცირებულ პროდუქციაზე). ტვირთის ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა სანქცირებულ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს. ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

თბილისის აეროპორტში მგზავრს ნახევარი კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და  სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად,  500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და  273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა/გადაგზავნას გულისხმობს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისათვის, საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს.

შემოსავლების სამსახური: გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, საბაჟო პუნქტები განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამშვებ პუნქტებზე გაზრდილია მებაჟეების რიცხვიც."საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ შეფერხება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ.გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები”, - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური: „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავება გადავადდა

„ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავება ისევ გადავადდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თურქეთის მხარე აცხადებს, რომ „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტზე სამუშაოებს ივლისის ბოლოს დაასრულებს და საბაჟოც იმ დროისათვის გაიხსნება. ამ დროისათვის, საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. უწყების ცნობით გაზრდილია ,,კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეთა რაოდენობა. მათ შორის გადმოყვანილია მებაჟე ოფიცირების რაოდენობა „ვალეს“ პუნქტიდან. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით "კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა 233 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის მაისის თვის მაჩვენებელს, ხოლო საქართველოდან გატანილი ტვირთბრუნვის მონაცემებში 513%-იანი მატება აღინიშნება.

RS: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1200 ადამიანი დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი მარტიდან დღემდე, ნებაყოფლობით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში სულ 1 200 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა, აქედან ნებაყოფლობით სიაში 1,105 ადამიანი შევიდა, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კი 14 პირი. მათ გარდა, აზარტული თამაშები აეკრძალა 1,449,124 ადამიანს, რომლებიც 18-დან 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია.  შეგახსენებთ, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია: • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ან გადატანა; • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები; • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია; • თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 

შემოსავლების სამსახური: თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს - კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  ასევე წაიკითხეთ: ლევან დავითაშვილი: ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და ტვირთით გემი შემოვიდა, ეს ფაქტია. საბაჟოს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია  

სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, მარიხუანის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 394,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვას და საქართველოში უკანონო შემოტანას გულისხმობს. საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს“, - ნათთქვამია განცხადებაში.  

ივლისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ივლისის თვეში 15861 კოლოფი და 36 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 167 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 5 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 80 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.  

შემოსავლების სამსახური: ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა

ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი (ვალუტა – აშშ დოლარი, რუბლი, ევრო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას” მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷-მუხლის შესაბამისად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი (ვალუტა – აშშ დოლარი, რუბლი, ევრო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას” მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷-მუხლის შესაბამისად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შემოსავლებს სამსახურმა განმარტა, რატომ არ ვრცელდება სანქციები ფოთსა და ბათუმში შემოსულ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მედიაში, ფოთისა და ბათუმის პორტებში, ტვირთების განბაჟების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით უწყება შესაბამის განცხადებას ავრცელებს.  „გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 11-15 აგვისტოს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოვიდა, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემები (BLACKSEA EAGLE,  SVL UNITY, BAKU STAR, NEONILA). აღნიშნული გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული (დიზელი 6 270,095 ტონა და ხორბალი 2 900 ტონა), ასევე სომხური (ბენზინი 5 000,306 ტონა და ხორბალი 3 299,100 ტონა ) კომპანიებისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთით. თანმხლები დოკუმენტების მიხედვით ზემოაღნიშნული ხორბალი არის რუსული წარმოშობის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთებზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.  

შემოსავლების სამსახური: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1930 ადამიანია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 1 მარტიდან დღემდე, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებული 1 930 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა. უწყების განცხადებით, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 ადამიანი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე - 1 907, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია. „პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლოთ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR მომსახურებით. ამასთან, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი. შეგახსენებთ, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია: • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;• თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად 2022 წლის პირველი მარტიდან, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 8³ მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად: აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება. დასაშვები გახდა მხოლოდ:• იმ ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;• იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;• სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;• საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.  

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

ბაქოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თურაგაისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შახინ ბაგიროვის მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული შეთანხმება, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა 3 ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობაზე და გაზრდილი ტვირთნაკადის მართვის პროცესში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს. ,,ჩვენი მიზანი უნდა იყოს სავაჭრო და სატრანსპორტო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციების ავტომატური შევსება და მომხმარებელთა მიერ, ელექტრონულად წარდგენილი ინფორმაციის წახალისება. ამასთან, უწყებაში აქტიურად იწყება ხელოვნური ინტელექტის პროექტის დანერგვა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვდგებით“, - აღნიშნა ლევან კაკავამ. სამმხრივი კომიტეტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ და თურქულ მხარეებთან, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. აღნიშნულ შეხვედრებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ.  

გასულ თვეში, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოვლინდა

1-31 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 14739 კოლოფი (მ.შ. 179 ელექტრო სიგარეტი) და 10 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 102 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 2 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 85 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.    

ყველა საბაჟო განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავცელებს.  „ამასთან, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა. აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს ,,ლარსის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები. გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების -  თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.   

შემოსავლების სამსახური: პოლონეთიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში, სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა

პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული საქონელი განადგურდა. „საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის" მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა, ჯამში 98 850 აშშ დოლარი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 98 850 აშშ დოლარი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 274 675 ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში 27 467 ლარით დაჯარიმდნენ.  

სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.შ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, სხვადასხვა ზომის 2 490 ცალი ძვირფასი ქვა და მობილური ტელეფონი გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26561.18 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს - შემოსავლების სამსახური

მედიაში გავრცელებული განცხადება, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებაშია აღნიშნული. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უწყების განმარტებით, ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ამ ფონზე გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას. საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რეალურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და იმ შეზღუდვების მოქმედების შემდგომ, რასაც იწვევდა პანდემიის გავლენა მსოფლიოზე. ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ, ეჭვის შეტანა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს. საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა. კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა, ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც ელჩი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.  

შემოსავლების სამსახური: საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს

ფინანსთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ. უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულა, რომ საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. „საჯაროდ, სრული კატეგორიულობით, ვაცხადებთ, რომ საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ზემოაღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი უფლებამოსილების სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების მკაცრ კონტროლს და პრევენციულ საქმიანობას. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭომ (Council of the European Union) მიიღო სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს საზღვაო გზით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვას, იმპორტს ან გადატანას რუსეთიდან ევროკავშირში. შეზღუდვები ვრცელდება 2022 წლის 5 დეკემბრიდან ნედლ ნავთობზე და 2023 წლის 5 თებერვლიდან სხვა რაფინირებული ნავთობპროდუქტებისთვის. აღნიშნული აკრძალვის ამოქმედებასთან ერთად, სანქციების მეცხრე პაკეტით ევროკავშირმა - დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, დაამტკიცა ზღვრული ფასები ზღვით გადაზიდულ რუსულ ნედლ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე. აკრძალვის მიზანს წარმოადგენს: გლობალურ ბაზარზე ზღვით რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების შენარჩუნება, ასევე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის აღკვეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ, ნავთობპროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების მკვეთრად შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აკრძალვა ეხება რუსული ნავთობროდუქტების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას მესამე ქვეყნებში, თუ აღნიშნული შეძენილია ნავთობის ფასის ზღვარზე ან ზემოთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება, თუ რუსული ნედლი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები გადაადგილდება არასაზღვაო გზით (სარკინიგზო გზით) ან შეძენილია ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ზღვრული ფასის ქვემოთ. საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია ,,ზედე ოილი“), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში. კიდევ ერთხელ, უწყების მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ზემოაღნიშნული მედია საშუალების მხრიდან“, - წერია განცხადებაში.  

თბილისის აეროპორტსა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 185 200 აშშ დოლარი და 311 698 ლარი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 476 836,35 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 13 000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ჯარიმა, 30 904.8 ლარი (თანხის 10%- ის ოდენობა) შეეფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება - შემოსავლების სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიასაშუალებით გავრცელდა მორიგ დეზინფორმაციული განცხადება საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე. როგორც უწყებაში განმარტავენ, შპს „შავი ზღვის ტემინალში“ (ყულევის პორტი) არსებულ რეზერვუარებში ინახება ყაზახური და თურქმენული კომპანიის მიერ წარმოებული, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) მფლობელობაში არსებული ნავთობპროდუქტი (მაზუთი). „ყაზახური წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 11494.529 ტონას, ხოლო თურქმენული წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 36556.615 ტონას. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, მისი რაოდენობა 8995.059 ტონას შეადგენს. ზემოაღნიშნული ყაზახური და თურქმენული კომპანიების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ მიწოდებულ დროებითი შენახვის დეკლარაციებში მითითებულია გამომგზავნი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციები, რომლებშიც წარმოშობის ქვეყნებად დაფიქსირებულია ყაზახეთი და თურქმენეთი, რაც დასტურდება მოწოდებული საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, კომპანიას აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება არ განუხორციელებია და ასევე, არ მოუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად. კომპანიის მომართვის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განახორციელებს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს, როგორც საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის, ასევე სანქციების მიმართულებით“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ ამჟამად არის განთავსებული 600 სარკინიგზო ვაგონით მაზუთი. „ტერმინალის რეზერვუარებში განთავსებული მაზუთის გარდა, ყულევის პორტის სავაგონო პარკში დასაცლელად შემოსულია 65 ერთეული მაზუთით დატვირთული ვაგონი, საიდანაც 37 სარკინიგზო ვაგონი არის ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებული მაზუთი, ხოლო 28 ვაგონი ყაზახური წარმოშობის მაზუთით არის დატვირთული. აღნიშნული საქონლის მიმართაც, მფლობელ კომპანიებს შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება ამ დრომდე არ განუხორციელებიათ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.  

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს. „კერძოდ, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ი. რომლის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსისა და იქ განთავსებული ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 2 128 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ლირიკა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში. ახალი ზელანდიისა და საქართველოს მოქალაქეების (ა.დ.-ს და ნ.დ.) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში 29 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სამსახურის ეს განცხადება 2 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ შემზღუდველ სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ, დაწესებული სანქციების ქვეშ მოქცეული პირებისა და საქონლის ჩამონათვალი, მოცემულია ევროპის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის (EU) No 833/2014 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EU) No 833/2014 of 31 July 2014 , concerning restrictive measures in view of Russia's actions destabilising the situation in Ukraine) კონსოლიდირებული ვერსიის დანართებში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და გაცნობა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამასთან, აღნიშნულ კონსოლიდირებულ დანართში, მე-11 პაკეტის სახით, შევიდა ცვლილება (COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214 of 23 June 2023), რომლის თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში (COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214). აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელორუსში. აღსანიშნავია, ის გარემოება რომ აშშ-ის მიერ ავტომობილებთან მიმართებით დაწესებულ სანქციებში არ ყოფილა მითითებული კონკრეტული ვადები (განსხვავებით ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ნაყიდი იყო დილერების მიერ, აღნიშნული სანქციების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, სანქციების ფარგლებში, არ ყოფილა განსაზღვრული მსგავსი ავტომობილების სტატუსი (ვადად მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტო განისაზღვრა დამატებითი კონსულტაციების შედეგად). როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ, სანქციების დაწესებისას, არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია, გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით განვმარტავთ, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან/პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციებთან მიმართებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება/გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა. ევროკავშირის უახლესი, მე-11 პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს. 27 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განეხილა საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანი იყო კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. 

მოცვის ნერგებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, ბულგარეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 49 280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, გამოვლენილია მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა (გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები).  

34 800 კგ მანდარინი სარფის საბაჟოდან თურქეთში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

სარფში მანდარინებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, საგადასახადო დავალიანების თაობაზე ყალბი შეტყობინებები ვრცელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება. „შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299. აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის" მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სენატის კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევას დაადასტურებდა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს. უწყების განცხადებით, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევას დაადასტურებდა. „მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების, რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, შემდეგს: კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით. ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

რუსეთიდან საქართველოში უკანონოდ 8,7 მილიონი რუბლი შემოჰქონდათ

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა საბოლოოდ, 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 464 595,2 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საბოლოოდ, 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში  

აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 14 826 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით - 14 778 განაცხადი. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის პირველი მარტიდან განხორციელდა. „დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574 აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“. თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით. ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://videocall.rs.ge/ ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.